ლევან ფანცულაია “შიმკნეტის თასის” გამარჯვებულია
ყაზახეთში დასრულებულ “შიმკნეტის თასის” გათამაშებაზე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ლევან ფანცულაიამ ბრწყინვალედ იასპარეზა.
ფანცულაიამ ცხრა შეხვედრაში ექვსი პარტია მოიგო, მთელი ორი ქულით გაასწრო კონკურენტებს და გამარჯვება მოიპოვა.
დიდოსტატთა შორის, თასის გათამაშება დახურული ფორმატის იყო და მასში, სპეციალური მოწვევით, ათი მოჭადრაკე მონაწილეობდა.