Erasmus+ ორკესტრის წევრი სტუდენტების მონაწილეობით ბარიში კონცერტი გაიმართა
14-18 ოქტომბერს, Erasmus+ ორკესტრის წევრი სტუდენტების მონაწილეობით ბარიში (იტალია), “Teatro Petruzzelli” დარბაზში, კონცერტი გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობდნენ თბილისის სახელიმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები:
კონსტანტინე ეროიანი – მაგისტრატურის საფეხურის საშემსრულებლო ფაკულტეტის სტუდენტი, საორკესტრო სიმებიანი საკრავები;
ეკატერინე გარდავაძე – მაგისტრატურის საფეხურის საშემსრულებლო ფაკულტეტის სტუდენტი, საორკესტრო სიმებიანი საკრავები;
გიორგი ნადარეიშვილი – მაგისტრატურის საფეხურის საშემსრულებლო ფაკულტეტის სტუდენტი, სიმებიანი საკრავები;
აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე ეროიანი დაინიშნა ორკესტრის მთავარ კონცერტმაისტერად, ასევე ორკესტრის “ამბასადორად”, რომლის მანდატის ფარგლებშიც ის პირველ კონცერტს ლისაბონში 1 ნოემბერს გამართავს.