თბილისი მარიოტში პირველი საერთაშორისო დაჯილდოება-გამოფენა „იფიქრე როგორც და ვინჩი“ გაიმართა

ოქტომბრის ბოლოს, თბილისი მარიოტში, პირველი საერთაშორისო დაჯილდოება-გამოფენა „იფიქრე როგორც და ვინჩი“ გაიმართა. ის რომის გალერეაში „PALAZZO VELLI EXPO“ გამართული გამოფენის „მონა ლიზას ღიმილი – იტალია“ გაგრძელება იყო და მასში 65 მხატვრის ფერწერული ტილოები იყო წარმოდგენილი.

გარდა ამისა, გამოფენაზე საქართველოს, ამერიკის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 35 ხელოვანს გადაეცა სპეციალური საერთაშორისო პრიზი “ხელოვნების დიდოსტატი“ – დიპლომი, ლეონარდო და ვინჩის ოქროს ქანდაკება და კატალოგი, სადაც შესულია მათი ხელოვნების ნიმუშები.

როგორც „ქართულ კვირასთან ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, დიანა რევაზიშვილმა აღნიშნა: “ამ ხელოვანების მიღწევები და განსხვავებული სტილი ქმნის უნიკალურ და მრავალფეროვან პორტრეტს, რომელიც ხელოვნების მდიდარ კულტურას ასახავს. ეს პრიზი, რომელიც ხელოვანს გადაეცა ლეონარდო და ვინჩის ოქროს ქანდაკების სახით, წარმოადგენს საერთაშორისო პროექტის კონცეფციას და აღიარებს ხელოვანის მიღწევებსა და განსაკუთრებულ წვლილს ხელოვნებაში”.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მხატვრული ჯილდო, პრემია ხელოვანებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი მხატვრული სტილისა და კვლევებით და არის მნიშვნელოვანი მხატვრული კარიერის ნამდვილი სიმბოლო.

ნომინაციაზე წარდგენილ ხელოვანს გადაეცა:

საერთაშორისო პრემიის დიპლომი; მონაწილეობის კატალოგი(სადაც შესულია მისი ხელოვნების ნიმუში); მიენიჭა საერთაშორისო პრიზი(ღირებული ქანდაკება); პრემიაზე წარდგენილი ხელოვანების პუბლიკაციები, ხელოვნების ნიმუშებით ნაჩვენები იყო ეკრანზე“, – განაცხადა ქართულ კვირასთან საუბრისას „თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, დიანა რევაზიშვილმა.

პროექტის ორგანიზატორი იყო “თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეა”, ეს იყო დიანა და ნინო რევაზიშვილების საავტორო პროექტი და გახლავთ ქართულ-იტალიური ურთიერთობების ერთ-ერთი ნათელი გამოვლინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები