საქართველოს კონტაქტური კარატეს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ცხრა მედალი მოიპოვა
პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში კადეტებში, ახალგაზრდებსა და უფროსებში (აბსოლუტური წონითი კატეგორია) ქართველმა კარატისტებმა ცხრა მედალი – ოთხი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს.
აბსოლუტურ წონითი კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა გოდერძი კაპანაძე; ის პირველი ქართველი კარატისტია, რომელმაც ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი აბსოლუტურ წონაში მოიპოვა. ამ გამარჯვებით მან მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატის ლიცენზიაც მიიღო.
კადეტებს შორის ჩემპიონები დავით შველიძე, ოსკარ ჰინჩლეი და საბა ჭრელაშვილი გახდნენ; ვერცხლის მედლები გიორგი ძნელაძემ, ედგარ აბგარიანიმა და ანანო დათუკიშვილმა მიიღეს; ბრინჯაოს კი ამირან ტატულიშვილი დაეუფლა. ახალგაზრდებს შორის ბრინჯაო ლუკა მგელაძემ მოიპოვა.
ტურნირზე მედლების საერთო ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა.