ლევან თევდორაძე სწავლას King’s College London-ის პოლიტიკური ეკონომიის ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძობს
თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებულმა ლევან თევდორაძემ გაიმარჯვა ბრიტანეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამაში, Chevening-ში.
სექტემბრიდან, სწავლის და ცხოვრების სრული დაფინანსებით, ლევანი სწავლობს ლონდონში, King’s College London-ის პოლიტიკური ეკონომიის ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე (Political Economy MA).
მას შეთავაზება ასევე ჰქონდა იმავე უნივერსიტეტის სხვა პროგრამიდან და ლონდონის ეკონომიკის სკოლისგან (LSE). თუმცა, ლევანმა კინგის კოლეჯის პროგრამის მიმართ ინტერესის გამო, არჩევანი სწორედ მასზე გააკეთა.
ლევანი რამდენიმე წელია თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში კითხულობს პოლიტიკური იდეოლოგიების კურსს. ის ასევე თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდის თანადამფუძნებელია.