გიორგი გიგაშვილი კარნეგი-ჰოლის სცენაზე დაუკრავს
31 ოქტომბერს, კარნეგი-ჰოლის სცენაზე გიორგი გიგაშვილის სოლო კონცერტი გაიმართება. დღეს ქართველმა პიანისტმა სოციალურ ქსელში კონცერტის აფიშის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზედაც მითითებულია, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია.
„Carnegie Hall’s Weill Hall-ში ჩემი კონცერტის პოსტერის წინ ვდგავარ(ყველა ბილეთი გაყიდულია), მადლიერებითა და ბედნიერებით სავსე ვარ, რომ მაქვს საშუალება, ჩემი მუსიკა ნიუ-იორკს გავუზიარო,” – წერს გიორგი გიგაშვილი.