ფლორიანპოლისში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი იწყება – 14;16 და 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის

დღეს, ბრაზილიის  ფლორიანპოლისში, სტარტს აიღებს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი  – 14;16 და 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ჩატარდება და მასში 62 ქვეყნის 527 მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას.

ჩემპიონატში საქართველოს სახელით 8 მოჭადრაკე ასპარეზობს:

  • 14 წლამდე:

ჩემპიონატის რეიტინგ სიის ლიდერი – კესარია მგელაძე (2166);

თეკლა კოღუაშვილი (1877);

ანდრია კვირიაშვილი (2077);

  • 16 წლამდე:

მარიამ ცეცხლაძე (2050);

მარიამ კალანდაძე (2049);

ნიკოლოზ შამათავა  (2376);

  • 18 წლამდე:

ლუკა კილაძე   (2227);

მარიამ გვათუა (1794).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები