გიორგი მამარდაშვილი „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე საუკეთესო მეკარეებს შორის მეშვიდე ადგილზეა

პარიზში, „შატლეს“ თეატრში, „ფრანს ფუტბოლის“ ორგანიზებით, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი იმყოფებოდა. მამარდაშვილი ლევ იაშინის სახელობის წლის საუკეთესო მეკარის ჯილდოზე იყო წარდგენილი.

„ამ დაჯილდოებაზე ყოფნა ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო. მიხარია, რომ ღონისძიებაზე ერთ-ერთი ნომინანტი ვარ, ეს უკვე დიდი წარმატებაა. ვაგრძელებ შრომას და იმედი მაქვს, აქ კიდევ არაერთხელ ვიქნები“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

საუკეთესო მეკარის ნომინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ დიოგუ კოშტა, ჯანლუიჯი დონარუმა, ანდრეი ლუნინი, უნაი სიმონი, გრეგორ კობელი, ემილიანო მარტინესი, იან ზომერი, მაიკ მენიო და რონუენ უილიამსი – გამარჯვებული ზედიზედ  მეორედ ემელიანო მარტინესი გახდა.

გიორგი მამარდაშვილი მეშვიდე ადგილზე გავიდა, ის პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც ლევ იაშინის სახელობის ჯილდოზე წარადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები