სერბეთის ვრნიაჩკა-ბანიაში დასრულდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი
სერბეთის ვრნიაჩკა-ბანიაში დასრულდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი ქალთა და ვაჟთა გუნდებს შორის.
ასპარეზობაზე სხვადასხვა ევროპული კლუბის სახელით სამი ქართველი მოჭადრაკე ასპარეზობდა.
ნანა ძაგნიძე (TAJFUN-ŠK Ljubljana);
ნინო ბაციაშვილი (SuperChess Club);
ბელა ხოტენაშვილი (Garuda Ajka BSK).
ჩემპიონატი 18 ევროპულ კლუბს შორის შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა.
ქალთა საკლუბო ჩემპიონატზე პირველ ადგილზე გავიდა ‘TAJFUN-ŠK Ljubljana’ ნანა ძაგნიძის ლიდერობით!
ვერცხლის მედალს ბელა ხოტენაშვილის ‘Garuda Ajka BSK’ დაეპატრონა, ხოლო ბრინჯაოს მედალი ნინო ბაციაშვილის ‘SuperChess Club’ დაისაკუთრა.