მსოფლიოს ჩემპიონატზე, შეჯიბრების მეორე დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა ოქროს, ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

72kg GR - Giorgi Chkhikvadze (GEO)

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში  შეჯიბრების მეორე დღეს გიორგი ჩხიკვაძემ, ფინალში, სომეხი ხაჩატრიანი 3:1 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ჩემპიონობისთვის იბრძოლა დიეგო ჩხიკვაძემაც (67კგ), მაგრამ ყირგიზ ბეიშკეევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ფრიდონ აბულაძე (60 კგ) და დათა ჩხაიძე (82კგ).

დღეს, 23 ოქტომბერს მსოფლიო პირველობაზე თემურ ორჯონიკიძე (77კგ) ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, აჩიკო ბოლქვაძე (87კგ) და გიორგი ცოფურაშვილი (130კგ) კი შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები