მარიამ ბოლქვაძე სწავლას ნიდერლანდებში აგრძელებს
მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ბოლქვაძე სწავლას ნიდერლანდებში აგრძელებს.
მარიამი Tilburg University-ს ფსიქოლოგიის კვლევაზე დაფუძნებულ სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის. მან შიდა საუნივერსიტეტო სტიპენდია მოიპოვა, რაც სწავლის საფასურის 85%-იან დაფინანსებას გულისხმობს.
“თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდიდან მოყოლებული მარიამი პიროვნების ფსიქოლოგიის მიმართულებით არის დაინტერესებული. ტილბურგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა კი პიროვნების ფსიქოლოგიის კონკრეტულ მიმართულებას, ინდივიდუალურ განსხვავებებსა და მათი შეფასების მეთოდებს შეისწავლის”, ნათქვამია თავისუფალ უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.