ასპარეზობაში პირველ დღეს საქართველოს ნაკრების 5️ წევრი ჩაერთო და ხუთივე მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს

ტირანაში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელები კიდევ ხუთ წონით კატეგორიაში – 55;63;77;87 და 130  კილოგრამებში გამოავლენენ ფინალისტებს.

საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები  თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყო.

ნახევარფინალები – 18:45 საათიდან დაიწყება.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან დღეს ასპარეზობაში ჩაერთვებიან: თამაზ ღლონტი(55კგ); რომეო ბერიძე(63კგ); თემურ ორჯონიკიძე(77კგ); აჩიკო ბოლქვაძე(87კგ) და გიორგი ცოფურაშვილი(130კგ).

ასპარეზობაში პირველ დღეს საქართველოს ნაკრების 5️ წევრი ჩაერთო და ხუთივე მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები