ტირანაში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო
ტირანაში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. დღეიდან, საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23 წლამდელები ჩაებნენ და ხუთ წონით კატეგორიაში – 60, 67, 72, 82 და 97 კილოგრამებში გამოავლენენ ფინალისტებს.
საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყო.
ნახევარფინალები – 20:00 საათიდან დაიწყება.
საქართველოს ნაკრების წევრთაგან დღეს ჭიდაობენ: ფრიდონ აბულაძე (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ), დათა ჩხაიძე (82 კგ) და ლაშა ტვილდიანი (97 კგ).
ამ დროისთვის ცნობილია, რომ გიორგი ჩხიკვაძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია.