გრან-პრის სერიის პირველ ეტაპზე მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ალენში გრან-პროს ეტაპზე მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა სპორტულ წყვილებს შორის. მოკლე პროგრამის  შემდეგ ჩვენი ნაკრების სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა მესამე პოზიციას იკავებდნენ, თუმცა თავისუფალ პროგრამაში დაშვებული რამდენიმე სერიოზული შეცდომის შემდეგ ორი პროგრამის  ჯამში 191,43  ქულით მე-4  ადგილზე აღმოჩნდნენ და მხოლოდ 0.08  ქულა  დააკლდათ  საპრიზო მესამე ადგილამდე.

გრან-პრის სერიის პირველ ეტაპზე მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა სპორტულ ცეკვებში. საქართველოს  ნაკრების  წევრები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი რიტმული ცეკვის შემდეგ მე- 3 პოზიციას იკავებდნენ, თუმცა ორი პროგრამის  ჯამში მათ 187.05  ქულით  ეს ტურნირი მე-4  ადგილით დაასრულეს. დევის-სმოლკინის  წყვილი  თავის მეორე  ეტაპს ნოემბერში,  ჩინეთში  გამართავს.

გრან-პრის  სერიის პირველ ეტაპზე მედლების კიდევ ერთი კომპლექტი გათამაშდა მამაკაცებს შორის. მამაკაცთა  ტურნირი ყველაზე  წარმომადგენლობითი და დაძაბული აღმოჩნდა. ასპარეზობაში მონაწილეობდნენ ისეთი ტიტულიანი სპორტსმენები, ,როგორიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ილია მალინინია, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორები ლატვიიდან და იაპონიიდან და ფრანგი მოციგურავეები. ჩვენი  სპორტსმენის ნიკა ეგაძის სასახელოდ  უნდა ითქვას, რომ მან ღირსეულად იასპარეზა, სრულყოფილად და ტექნიკურად გამართული ოთხმაგი  ნახტომებითა და სხვა  სავალდებულო ელემენტებით წარმოადგინა თავისი  პროგრამა და ორი  პროგრამის ჯამში, 261.71 ქულით, მე- 4 ადგილი დაიკავა, რაც  სეზონის  დასაწყისისათვის  და ისეთ  რეიტინგულ ტურნირზე, როგორიც გრან-პრის  ეტაპია, საკმაოდ მაღალი შედეგია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები