თურქულად ითარგმნა და გამოიცა ნოდარ დუმბაძის რომანი „თეთრი ბაირაღები“

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, თურქულად ითარგმნა და გამომცემლობა Flu Kitap-ის მიერ გამოიცა ნოდარ დუმბაძის რომანი „თეთრი ბაირაღები“.

მთარგმნელები: კევსერ რუჰი, ჰასერ ოზკანი.

წიგნის ანოტაცია:  სტუდენტ ზაზა ნაკაშიძეს, ჩხუბში მონაწილეობისთვის დააპატიმრებენ, უდანაშაულობის დამტკიცების იმედი არა აქვს. ციხის საკანში სხვადასხვა ეროვნებისა და მრწამსის დამნაშავეები შეყრილან. დროს განვლილ ცხოვრებაზე და დანაშაულის ჩადენის მიზეზებზე კამათში კლავენ. ქურდის, მკვლელის, სახელმწიფო ქონების გამფლანგველის, ყველაზე საშიში ბოროტმოქმედის სულშიც კი შეიძლება სათუთი გრძნობები იმალებოდეს.

ავტობიოგრაფიულ რომანში თავისუფლებააღკვეთილი ადამიანი, დრო და სივრცე დღემდე ცოცხალ მხატვრულ მეტაფორას ქმნის და თავის აქტუალობას არ კარგავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები