საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს

საქართველოს 21 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უეფას 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა,  შედეგად, ისტორიაში პირველად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს.

შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ანგარიში სტუმრებმა მეორე ტაიმის 52-ე წუთზე გახსნეს, 61-ე წუთზე კი ანგარიში ვასილიოს გორდეზიანმა გაათანაბრა, ჩრდილოეთ მაკედონიელების კარში კი მეორე გოლი ნოდარ ლომინაძემ გაიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები