ნიკა ლეკაიძე ევროპის არნოლდ კლასიკის აბსოლუტური ჩემპიონია სთრონგმენში
ნიკა ლეკაიძე(ნამცეცა) მადრიდში გამართული ევროპის არნოლდ კლასიკის აბსოლუტური ჩემპიონია სთრონგმენში +110 კგ. ეს მეტსახელი მას ერთმა მეგობარმა შეარქვა – როდესაც 16 წლის, ახალი მისული იყო დარბაზში, აღმოჩნდა, რომ ფიზიკურად ყველაზე დიდი იყო, ახლა კი, ის აბსოლუტური შედეგით მძიმე წონის ჩემპიონია.
„მზადებას 9 თვე დასჭირდა, ამ გამარჯვების უკან კი ბევრი წარუმატებელი ვარჯიში, დაღვრილი სისხლი და ტრავმებია, ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემს კარიერაში. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებისთვის მზად ვიყავი, ვერასდროს გაიგებ რა დაგხვდება შეჯიბრებაზე, ასე, რომ 100 პროცენტით დარწმუნებული ვერასდროს იქნები. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა ჩემპიონობა, როდესაც ყველაზე ძლიერის ტიტული შენია და პროფესიონალებში მოწვევას შეჯიბრების დასრულებისთანავე იღებ.
ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვინც გვერდში მედგა რთულ მომენტებში და მათაც, ვინც უბრალო მოკითხვით შემოიფარგლებოდა, რადგან ყველა თბილი სიტყვა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. წინ პროფესიონალური შეჯიბრებაა ისლანდიაში, სადაც ყველანაირად შევეცდები, რომ საქართველო კიდევ ერთხელ ვასახელო და იმედები არ გაგიცრუოთ“, – განაცხადა ნიკა ლეკაიძემ „ქართულ კვირასთან“ საუბრისას.
არნოლდ კლასიკი ევროპა 2024 ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრებაა, რომელიც ყველამ სპორტსმენმა უნდა გაიაროს პროფესიონალებში მოსახვედრად.
აქვე გაცნობებთ, რომ ცალკეულ მოძრაობებში ბრინჯაოს მედლები გიორგი ონიანმა და ოქროს მედალი ლაშა ჯოხაძემ მოიპივეს (110 კგ)