Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ 6 გუნდს შორის ჟიურიმ ორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი გუნდი, ხმის მიცემის შედეგად, საზოგადოების რჩეული გახდა. გამარჯვებულები მიიღებენ ფულად ჯილდოს ბიზნესიდეის განსახორციელებლად და გაემგზავრებიან Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე გერმანიაში.
2024 წლის Social Impact Award-ის გამარჯვებულები გახდნენ:
MFT – ქმნის ენით მართვად მაუსს, რომელიც უმარტივებს მობილობაშეზღუდულ სპეციალური საჭიროების მქონე პირებს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას.
@hoppla.ge – აკავშირებს საერთო მარშრუტზე მიმავალ მძღოლსა და მგზავრს ერთმანეთთან.
Bionova – გარდაქმნის ბიომასას ბიოენერგიად ისეთ ადგილებში, სადაც არ არის ხელმისაწვდომი ენერგიის ტრადიციული წყაროები.
სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული პროგრამა @efes_geo -სა და @efes_anadolu -ს მხარდაჭერით განხორციელდა.