მსოფლიო ჩემპიონატზე უსინათლოთა ძალოსნობაში საქართველოს ნაკრებმა 12 მედალი მოიპოვა

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, დღეს დასრულდა   მსოფლიო ჩემპიონატი უსინათლოთა ძალოსნობაში.

საქართველოს ნაკრებმა ყველა მოძრაობის ჯამში თორმეტი მედალი მოიპოვა.

ქართველი პარასპორტსმენი მირიან ოგნაძე ოთხი ოქროს მედლის მფლობელი გახდა და წოლჭიმში ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა (213კგ).

ამავე ტურნირზე ზაზა მარტიაშვილმა  ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გიორგი მაისურაძე კი სამი ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები