ლუკა კურტანიძე ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონია

ხორვატიის ქალაქ პორეჩში თავისუფალ ჭიდაობაში მიმდინარე მსოფლიო პირველობის D კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა, ლუკა კურტანიძემ იასპარეზა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ქართველმა სპორტსმენმა 130კგ-ში იასპარეზა, სამიდან სამი შეხვედრა მოიგო და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა კურტანიძე 2002 და 2003 წლებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო 1996-ში ატლანტაში და 2000-ში სიდნეის ოლიმპიადებზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები