მარიამ ბესტავაშვილი სწავლას იაპონიაში, ცუკუბას უნივერსიტეტში აგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტი მარიამ ბესტავაშვილი, გაცვლითი პროგრამით სწავლას იაპონიაში, ცუკუბას უნივერსიტეტში აგრძელებს.

იგი 6 თვის განმავლობაში ისწავლის School of Social and International Studies-სა და Collage of International Studies-ის მიმართულებით.

მარიამი გეგმავს, რომ საერთაშორისო პოლიტიკისა და სამართლის საგნები გაიაროს, რათა გაიღრმაოს ცოდნა, როგორც რეგიონის, ისე საერთაშორისო გლობალური პოლიტიკისა და სამართლის მიმართულებით.

გარდა ამისა, მარიამი გაივლის იაპონური ენის კურსებსაც.

გაცვლითი პროგრამა ხორციელდება თბილისის თავისუფალ და ცუკუბას უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები