თამარ გიორგობიანი კლასიკური ფრენბურთის ევროპის კომისიის წევრი (EVC) ოფიციალურად გახდა
საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამარ გიორგობიანი კლასიკური ფრენბურთის ევროპის კომისიის წევრი (EVC) ოფიციალურად გახდა. ის საბჭოში თავის მოვალეობებს 2024-2028 წლის პერიოდში შეასრულებს.
საქართველოს წარმომადგენლის გარდა ფრენბურთის ევროპის კომისიის წევრთა შორის არიან იტალიის, ესპანეთის, მონტენეგროს, მაკედონიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ბელორუსიის, სერბეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, თურქეთის, კვიპროსის, რუმინეთის, ავსტრიის, პოლონეთის და ესტონეთის წარმომადგენლები.
კომისია არის ადმინისტრაციული საბჭოს მიერ დანიშნული სპეციალისტების ჯგუფი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შეასრულონ ზოგადი რეგლამენტით და ადმინისტრაციული საბჭოს განსაზღვრული გარკვეული მოვალეობები.