გერმანულად ითარგმნა და გამოიცა მარიამ წიკლაურის საბავშვო წიგნი „რა ჰქვია შენს მეგობარს?“
მწერალთა სახლის ხელშეწყობით, გერმანულად ითარგმნა და გამომცემლობა Pop Verlag-ის მიერ გამოიცა მარიამ წიკლაურის საბავშვო წიგნი „რა ჰქვია შენს მეგობარს?“.
მთარგმნელები: ირმა შიოლაშვილი და იოახიმ ბრიცე
მარიამ წიკლაური 30-ზე მეტი ნაბეჭდი და 12 ელექტრონული წიგნის ავტორია. არაერთხელ აქვს მიღებული პრემია „წლის საუკეთესო წიგნის“ ნომინაციაში. არის ერთ-ერთი დამფუძნებელი „საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის“, რომელიც 2011 წელს გახდა ალმას ნომინანტი საქართველოდან ორგანიზაციების ნომინაციებში. მარიამ წიკლაურის ინიციატივით 2006 წელს დაარსდა „ქართული საბავშვო წიგნის დღე – 27 ოქტომბერი“ და ის იაკობ გოგებაშვილის დაბადების თარიღს დაუკავშირდა. მისი პოეზია თარგმნილია 15 ენაზე და გამოცემულია რამდენიმე ქვეყანაში. იგი, როგორც საბავშვო ავტორი 2020 და 2021 წ.წ. დასახელდა ასტრიდ ლინდგრენის ხსოვნის პრემიის „ალმა“-ს ნომინანტად საქართველოდან.