ქართველი ძიუდოისტი ლუკა ჯავახიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია
ტაჯიკეთი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. მსოფლიოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზა ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა ჯავახიშვილმა (81 კგ). მან ფინალში ჩინელი ჯიანან ვანგი იპონით დაამარცხა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.
ქართველმა სპორტსმენმა ფინალამდე ლიეტუველ, საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე ძიუდოისტს და ტაჯიკ სპორტსმენებს სძლია.
ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ცხრა სპორტსმენი ასპარეზობს:
ვაჟები:
-73 მათე ბერუაშვილი
-73 საბა ხალიშვილი
-81 ალექსანდრე ლოლაძე
-81 ლუკა ჯავახიშვილი
-90 თამაზ კობერიძე
-100 გაგა გაგაძე
-100 ლუკა ექვთიმიშვილი
+100 საბა ქარდავა
+100 თამაზ ბიგანაშვილი
გოგონები:
-48 ჯულიეტა როდონაია
-57 ნინო წიკლაური
-63 ნონა დოლიაშვილი
-78 ნინო პაპიძე