თეიმურაზ ლეჟავამ ჰიროსიმას უნივერსიტეტში ლექცია სახელწოდებით “ელჩის მიერ მოთხრობილი საქართველო” წაიკითხა
საქართველოს ელჩმა იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავამ ჰიროსიმას უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა.
ლექცია სახელწოდებით “ელჩის მიერ მოთხრობილი საქართველო” ჰიროსიმას უნივერსიტეტის პრეზიდენტის, მიცუო ოჩის მოწვევით გაიმართა.
ღონისძიებას 200-მდე მსმენელი დაესწრო.