საერთაშორისო გამოფენაზე Fachpack 2024 6 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი

Lepl Georgien

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ქართული კომპანიები საერთაშორისო გამოფენაზე Fachpack 2024 იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე ექვსი ქართული კომპანია მონაწილეობდა: კავკასფექი, კოლორ პაკი, მეგა გოლდ 999, შეფუთვების საამქრო, ჯორჯიან ფექიჯინგი და პოლივიმი.

ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა არაერთი ნაყოფიერი შეხვედრა გამართეს ბიზნესს პარტნიორებთან და პოტენციურ შემსყიდველებთან თანამშრომლობის გაღრმავების და სავაჭრო ურთიერთობის დამყარების მიზნით.

ღონისძიება ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტთან „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“ პარტნიორობით, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული.

Fachpack  ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა შეფუთვის, ტექნოლოგიებისა და გადამუშავების მიმართულებით, რომელიც გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში ტარდება. ღონისძიება საშუალოდ 1500-ზე მეტ მონაწილესა და ათიათასობით ვიზიტორს მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები