სლოვენიის ფილარმონიის ორკესტრს სამი წლის ვადით კახი სოლომნიშვილი უხელმძღვანელებს

სლოვენიის ფილარმონიის ორკესტრს სამი წლის ვადით  უნიჭიერესი ახალგაზრდა დირიჟორი კახი სოლომნიშვილი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას საქართველოს საელჩო სლოვენიაში ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველმა სადებიუტო კონცერტმა ლუბლიანას მთავარ საკონცერტო დარბაზში, Cankarev Dom-ში სრული ანშლაგით ჩაიარა. შესრულდა სლოვენიელი კომპოზიტორის ზვონიმირ ციგლიჩის, შოსტაკოვიჩისა და სტრავინსკის ნაწარმოებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები