ბათუმში ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი “ოპერის ოქროს ხმა” ჩატარდება

6 ოქტომბერს, ბათუმში ვოკალისტთა დიდი საერთაშორისო კონკურსი “ოპერის ოქროს ხმა” გაიხსნება. 7-8 ოქტომბერს კონკურსის 1 ტური, ხოლო 9-10 ოქტომბერს კონკურსის მეორე ტური ჩატარდება.

10 ოქტომბერს 20 : 00 სთ-ზე კონკურსის პირველი სეზონის 1 პრემიის გამარჯვებულის, მეცო-სოპრანო ელმინა ჰასანის საქველმოქმედო გალა კონცერტი გაიმართება. კონცერტში ასევე მონაწილეობენ ცნობილი ქართველი  მომღერლები.

12 ოქტომბერს, 19.00 საათზე, ბათუმის დრამატული თეატრში მაყურებელს შეუძლია კონკურსის ფინალს დაესწროს. დასწრება თავისუფალია

„ოპერის ოქროს ხმა“ ფესტივალ „ბათუმის რაფსოდიის“ ფარგლებში პირველად 2022 წელს ჩატარდა. მისი ორგანიზატორია ცნობილი სოპრანო თამარ ივერი. მისმა ინიციირებულმა პროექტმა გაიმარჯვა კულტურის სამინისტროს კონკურსში – „საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური და საბალეტო ფესტივალების ხელშეწყობა“. კონკურსის მიზანი იყო პროფესიული მუსიკისა და საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია; ფილარმონიული და სასცენო – მუსიკალური შემოქმედებითი პროცესების გააქტიურება; საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა და საშემსრულებლო ანსამბლების პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები