დანიის სამეფო ბიბლიოთეკაში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების პირველი დანიური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა

27 სექტემბერს ქართული კულტურის დღეების ფარგლებში დანიის სამეფო ბიბლიოთეკაში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების პირველი დანიური თარგმანის პრეზენტაცია გიორგი სისაურის კალიგრაფიის ხელოვნების მასტერკლასის თანხლებით გაიმართა.

პრეზენტაციას დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს ელჩი ნატა მენაბდე უძღვებოდა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ევროპელი სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებამ ქართული ისტორიისა კულტურის მიმართ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები