პორეჩი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს
28 სექტემბერს, ხორვატიის ქალაქი პორეჩი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს და მასში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.
ხალიჩაზე გავლენ: გიორგი თოხაძე (60 კგ), ფრიდონ აბულაძე, რომეო ბერიძე (ორივე 63 კგ), ლერი აბულაძე (67 კგ), შმაგი ბოლქვაძე, ოთარ აბულაძე (ორივე 72 კგ), გიორგი ჩხიკვაძე, თემურ ორჯონიკიძე (ორივე 77 კგ), დათა ჩხაიძე (82 კგ), გელა ბოლქვაძე (87 კგ), ლაშა ტვილდიანი (97 კგ), გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ).
მედლები ათივე წონით კატეგორიაში დღესვე გათამაშდება. საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება. ჩემპიონ-პრიზიორები კი 20:00 საათიდან გამოვლინდებიან.