საქართველოში ამერიკელი ჟურნალისტების ტური ჩატარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის colangelo and partners ორგანიზებით, საქართველოში ამერიკელი ჟურნალისტების ტური ჩატარდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის სტრატეგიის ფარგლებში აშშ-ში განხორციელებულმა მომხმარებელზე ორიენტირებულმა სარეკლამო კამპანიამ და ისეთ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობამ, როგორიც არის CBS და CNN, წარმატებულად იმუშავა და შედეგად, 2023 წლის მეოთხე კვარტალში და 2024 წლის განვლილი პერიოდში ქართული ღვინის გაყიდვების უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები