ნუცა მუსერიძე სწავლას დიდ ბრიტანეთში აგრძელებს

ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის კურსდამთავრებული ნუცა მუსერიძე სწავლას დიდ ბრიტანეთში, UAL-ში (University of the Arts London) აგრძელებს.

ნუცა ინტერიერის და სივრცითი დიზაინის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის. მან შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსება მოიპოვა და ასევე გახდა განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსების გამარჯვებული, რაც უზრუნველყოფს ნუცას სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს.

UAL მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სახელოვნებო სასწავლებელია და პროგრამაში, ექსპერიმენტების და კვლევის საშუალებით, ინტეგრირებულია არქიტექტურის, ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები