იაპონურად ითარგმნა და გამოიცა ლანა ღოღობერიძის „რაც მაგონდება და როგორც მაგონდება”

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, იაპონურად ითარგმნა და გამომცემლობა Hakasuisha Publishing-ის მიერ გამოიცა ლანა ღოღობერიძის „რაც მაგონდება და როგორც მაგონდება”. მთარგმნელი: იასუჰირო კოჯიმა

ამ წიგნში ლანა ღოღობერიძე განვლილ ცხოვრებას იხსენებს, თუმცა არც აწმყო ავიწყდება და არც მომავალი.

„ცხოვრების ბოლოსთვის უამრავი კითხვა გიგროვდება, მაგრამ პასუხები კიდევ უფრო გაურკვეველია, ვიდრე ახალგაზრდობაში იყო. ასაკის პრივილეგია კითხვების და არა პასუხების სიზუსტე ყოფილა. ყოველი სიცოცხლე, ისიც კი, რომელიც შედარებით შეუზღუდავი და თავისუფალია დროსა და სივრცეში, მაინც ხანმოკლეა! შენ უნდა გაიარო ეს შენთვის განკუთვნილი გზა – შენი სიცოცხლე, რომელიც სამყაროში განფენილი იდუმალების ძალით – და ისე, რომ შენ ეს არც კი იცი – შენ მიერვე არის არჩეული და, იმავდროულად, თავის არსში ამოუცნობია. მაგრამ შენ გაგების წყურვილით ხარ შეპყრობილი და ამიტომ ცდილობ გაიაზრო, ჩაუღრმავდე, აღმოაჩინო ის, რაც საგულისხმოა არამარტო შენთვის, ჩასწვდე შენი არსებობის მარადიულ საიდუმლოს. და მაშინ იწყებ წერას…“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები