13 ოქტომბერს ქართული სამოყვარულო თეატრი ნიდერლანდების სამეფოში “ათინათი” გიწვევთ სპექტაკლზე დარისპანის გასაჭირი”

13 ოქტომბერს, ქართული სამოყვარულო თეატრი ნიდერლანდების სამეფოში “ათინათი” გიწვევთ სპექტაკლზე დარისპანის გასაჭირი”, რომელიც დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვითაა  დადგმული და მისი  დამდგმელი რეჟისორია ირინე ჩხეიძე.

მონაწილეობენ გიგი ძიგუა, ნინო რუხაძე, თამარ ქაბზინაძე, ვანო მოსულიშვილი, ანასტასია კოკორისი, ალექსანდრე ნარსია და ნათია ახვლედიანი.

სპექტაკლის შემდეგ გაგიმასპინძლდებიან ქართული კერძებით.

მისამართი:: Thaelstraat 18, 1800 Vilvoorde. Brussels, België. დასაწყისი 16:00 PM საათზე. 12 წლამდე ბავშვები სპექტაკლზე უბილეთოდ დაიშვებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები