ალ-ჯაზირას დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ინდუსტრიულ დღეებზე მთავარი პრიზი ქართულმა პროექტმა მოიპოვა

ალ-ჯაზირას დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ინდუსტრიულ დღეებზე მთავარი პრიზი ქართულმა პროექტმა მიიღო! ინფორმაციას საქართველოს კინოინსტიტუტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, „მოყვარული ფოტოგრაფის საოჯახო პორტრეტი“, რეჟისორი ნურლან ჰასანლი და პროდიუსერი ირინა გელაშვილი სამი პრიზით დაჯილდოვდა:

  • 🏆მთავარი პრიზი და 25 ათასი ევრო;
  • 🏆შეფილდის დოკუმენტური ფილმების ფესტივალის პრიზი;
  • 🏆დოჰას კინოინსტიტუტის პრიზი.

ინფორმაციისთვის –  პროდიუსერ ირინა გელაშვილის კიდევ ერთი პროექტი „მწარე შაქარი“, რომლის რეჟისორიც ანა ბარჯაძეა, წელს კანის კინოფესტივალის მარკეტზე სფოთლაითის სექციაში მონაწილეობდა. გარდა ამისა, AJB დოკუმენტურ კინოფესტივალზე პროექტმა 4 პრიზიც მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები