არენა დი ვერონაზე ეკატერინე ბუაჩიძის ბრწყინვალე დებიუტი შედგა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტის ეკატერინე ბუაჩიძის (პედაგოგი  –  დოდო დიასამიძე) ბრწყინვალე დებიუტი შედგა არენა დი ვერონაზე.  ღონისძიების შემადგენლობაში ცვლილების შედეგად კატოს საშუალება მიეცა ამ დიდ სცენაზე  შეესრულებინა როზინას არია ჯ. როსინის ოპერიდან “სევილიელი დალაქი”.

„მადლიერი ვარ ჩემი დებიუტისთვის როზინას როლში “Il Barbiere di Siviglia”-ში, რომელიც Arena di Verona-ზე შედგა 31 აგვისტოსა და 6 სექტემბერს.⭐️ ამ სცენაზე გამოსვლა უდიდესი სიხარული იყო და ძალიან მადლიერი ვარ ამ გამოცდილებისთვის. დიდი მადლობა ჩემს კოლეგებს და ყველა იმ ადამიანს ვინც მგულშემატკივრობდა♥️“, – წერს კატო ბუაჩიძე სოციალურ ქსელში.

კატომ  წელს წარმატებით დაამთავრა რომის საოპერო თეატრის ახალგაზრდული პროგრამა და ოქტომბრიდან სწავლას მიუნხენის საოპერო თეატრის ახალგაზრდულ პროგრამაში აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები