მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მეექვსე ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა კვლავ გამარჯვება მოიპოვეს
ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მეექვსე ტურში, საქართველოს ქალთა გუნდმა მონღოლეთის ნაკრები მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
გუნდს გამარჯვების ქულა შავი ფერებით მოთამაშე სალომე მელიამ მოუტანა. ყაიმით დაასრულეს პარტიები ნანა ძაგნიძემ, ლელა ჯავახიშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა.
დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, ჩვენებმა 10 ქულა დააგროვეს და II-III ადგილს ინაწილებენ პოლონელებთან ერთად. მეშვიდე ტურში საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის ერთპიროვნულ ლიდერს, ინდოეთის გუნდს შეხვდება, რომელსაც ერთი ქულით ჩამორჩება.
საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა სენსაციური გამარჯვება იზეიმა ესპანეთის უძლიერეს გუნდთან.
ჩვენ ნაკრებს გამარჯვება გუნდის ლიდერმა, მიხეილ მჭედლიშვილმა მოუტანა ალექსეი შიროვთან დაპირისპირებაში. ყაიმით დაასრულეს შეხვედრები ნიკოლოზ კაჭარავამ, ბაადურ ჯობავამ და ლევან ფანცულაიამ.
6 ტურის შემდეგ საქართველოს ვაჟთა ნაკრები V-XIV ადგილს ინაწილებს და მისი მეტოქე მომდევნო ტურში საფრანგეთის გუნდი იქნება.