ისტორიაში პირველად ევროპაში ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“ იტალიურ ენაზე აჟღერდა

15 სექტემბერს იტალიაში, ქალაქ კატანიაში, ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „აბესალომ და ეთერი“ პრემიერა გაიმართა.

საგულისხმოა, რომ ქართველ მომღერლებთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობენ ბელინის თეატრის გუნდი (ქორმაისტერი ლუიჯი პეტროციელო) და ორკესტრი. ცეკვებს კი ფლორენციაში არსებული ქართული ცეკვების ანსამბლი „ნანილა“ ასრულებს.  სპექტაკლის მუსიკალურ მხარეს დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი ხელმძღვანელობს. მსახიობებთან დამდგმელი რეჟისორი გოჩა კაპანაძე მუშაობს. სცენოგრაფია ეკუთვნის ლომგული მურუსიძეს, კოსტიუმების მხატვარია ესტერ მარტინი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები