ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიაში“ შეკრებილ ქართულ დიასპორასთან შეხვედრები გამართეს

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ და დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა 14-15 სექტემბერს ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიაში“ შეკრებილ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.

“კონსტანტინე გამსახურდიამ ჩაატარა საჯარო ლექცია და დისკუსია აქტუალურ საკითხებზე. დიასპორასთან შეხვედრისას ასევე გაიმართა მისი წიგნების, „სამშობლოსა და ერი – სახელმწიფოსთვის“ და „ისტორიულ – ლიტერატურული ათინათების“ წარდგენა. ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიას“ გადაეცა უახლესი ქართული გამოცემები.

შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძე და დესპანი, ვარლამ ბაძაღუა.

ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიას“ ხელმძღვანელს, ავთანდილ მიქაბერიძეს შეხვედრების ორგანიზებისთვის“,  – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები