ქართველმა ძიუდოისტებმა ზაგრების გრან-პრიზე ორი მედალი მოიპოვეს

ზაგრების გრან-პრიზე საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

თენგო ზირაქაშვილმა(66 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა, აკაკი ჯაფარიძემ(90 კგ) კი სამხრეთკორეელ სპორტსმენს სძლია.

საქართველოს ღირსებას ზაგრების გრან-პრიზე შვიდი ძიუდოისტი – ლუკა მოდებაძე (-60 კგ), თენგო ზირაქაშვილი (-66 კგ), ბაჩანა ბოლქვაძე (-73 კგ), კოტე კაპანაძე (-81 კგ), გიორგი ჯაბნიაშვილი (-90 კგ), აკაკი ჯაფარიძე (-90 კგ) და უჩა ტაბატაძე (+100 კგ) იცავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები