ქართველმა ტაეკვონდოისტებმა საერთაშორისო ტურნირზე 12 მედალი მოიპოვეს
საქართველოს ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში G1 კატეგორიის სარეიტინგო ჩემპიონატზე “Riga open 2024” ასპარეზობა 12 მედლით დაასრულა.
კადეტებსა და იუნიორებს შორის ოქროს მედლები ნიკა ღოღობერიძემ და ნიკა ალოიანმა მოიპოვეს. მეორე ადგილზე ნიკა ქარდავა, ალექსანდრე გურაბანიძე და აბალფაზ მამედოვი გავიდნენ, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს გიორგი ნინიაშვილმა, ალექსანდრე ტრეგლაზოვმა, მარიამ ცქიტიშვილმა და გიორგი ლექვთანიძემ.
ეროვნული ნაკრებიდან ტურნირის ჩემპიონობა ზურაბ კინწურაშვილმა იზეიმა, ვერცხლის მედლები კი მოიპოვეს ვიტალი გელაძემ და ილია მაცაბერიძემ.