ბათუმში ფესტივალი „არტ შოუ“ გაიხსნა

დღეს ბათუმში ფესტივალი „არტ შოუ“ გაიხსნა.

ფესტივალის ისტორია 2022 წლის 7 სექტემბერს იწყება პირველი “არტ შოუდან”, რომელიც ბათუმის მუსიკალურ ცენტრში განხორციელდა. ის მოიცავდა, ერთი დღის განმავლობაში, როგორც ქანდაკებების გამოფენას, წიგნის პრეზენტაციას, მოდის ჩვენებას, ასევე თეატრალიზებულ საოპერო სპექტაკლს, რომლის მთავარი მხარდამჭერი გახლდათ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო.

წინა წლის ღონისძიების ინსპირაციით, I ფესტივალი „არტ შოუ“ 2023 წლის 21-28 ივლისის პერიოდში გაიმართა, რომელიც მოიცავდა როგორც მასტერკლასებს ვოკალში, ასევე წიგნების პრეზენტაციას, ბაროკოს ეპოქის საოპერო სპექტაკლის “მოახლე ქალბატონის” პრემიერას ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე, ასევე დასკვნით გალა კონცერტს საოპერო მომღერლების მონაწილეობით.

„მრავალი პროექტის განხორციელების გამოცდილებამ და წარმატებამ, წელს ბევრად მასშტაბური და მრავალფეროვანი საფესტივალო პროგრამის წარდგენის საშუალებას გვაძლევს. ხელოვნების ფესტივალი ითავსებს ბევრ მიმართულებას: საოპერო, კამერული მუსიკა; 16 სექტემბერს, 16:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში – მხატვარ/სცენოგრაფი: ნეიკო ნეიძის “სასცენო კოსტიუმის გამოფენა/დეფილეს”, 21 სექტემბერს, 18:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ფოიეში, დიზაინერ ია ღონიაძის შემოდგომა/გაზაფხულის კოლექციის ჩვენებას, ასევე მასტერკლასების კვირეულს (17-24 სექტემბერი) ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტთათვის: ვოკალურ ხელოვნებაში (მენტორი – დოდო დიასამიძე), სამსახიობო ოსტატობაში და სასცენო მეტყველებაში (მენტორი – მაია გაჩეჩილაძე), გრიმის ხელოვნებაში და კოსტიუმების დიზაინში (მენტორი – ნეიკო ნეიძე).

2024 წლის, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კონკურსში გამარჯვებული ფესტივალის “არტ შოუ” მთავარი კონცეფციაა არა მხოლოდ თანამედროვე ქართული ხელოვნების და ხელოვანების პოპულარიზაცია და ხელშეწყობაა, არამედ სტიმულის მიცემა ახალგაზრდა თაობისთვის, რომელიც იწყებს თავის გზას ხელოვნებაში. მსგავსი მუსიკალურ/თეატრალიზებული სანახაობა ძალზედ იშვიათია და ის აერთიანებს არა მხოლოდ პროფესიონალ ხელოვანებს, არამედ სტუდენტებსაც, რითაც გზას უკვალავს დამწყებ ხელოვანებს და მეტად მრავალფეროვანს ხდის პროექტის შემოქმედებით კონცეფციას და პერსპექტივებს“, – ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც გითხარით, ფესტივალმა სტარტი დღეს აიღო – 14:00 საათზე პრესკონფერენცია გაიმართა რესტორან “დელირიაში”

ფესტივალის პროგრამა:

  • 14 სექტემბერს, 20:00-ზე – კონცერტი “ნეაპოლური ჰანგები” რესტორან დელირიაში, დასწრება თავისუფალია
  • 16 სექტემბერი, 16:00 საათზე – საოპერო კოსტიუმების გამოფენა/დეფილე ბათუმის ხელოვნების მუზეუმში.
  • 17 სექტემბერი – მასტერკლასების კვირეულის დასაწყისი ხელოვნების უნივერსიტეტში
  • 21 სექტემბერს, 18:00 საათზე – ია ღონიაძის შემოდგომა/გაზაფხულის კოლექციის ჩვენება ხელოვნების უნივერსიტეტის ფოიეში, დასწრება თავისუფალია (დაემატა ღონისძიება ჩვენი პარტნიორისგან)
  • 25 სექტემბერს კოსტიუმირებული გალა კონცერტით ბათუმის საზაფხულო თეატრში.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები