საერთაშორისო ინტერნეტ-კინოფესტივალ „დიოგენე 2024“-ის სტუდენტურმა ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა

12 სექტემბერს მწერალთა სახლში შედგა თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ-კინოფესტივალ „დიოგენე 2024“-ის სტუდენტური ჟიურის სამუშაო შეხვედრა, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტის წარჩინებულმა ახალგაზრდებმა გამარჯვებულები გამოავლინეს.

„30 სექტემბერს 19:00 საათზე მწერალთა სახლში მოეწყობა ფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრების − სერგეი კასკის (ესტონეთი), მერაბ ემინაშვილისა და ნიკა ჯანჯღავას (საქართველო) ფოტოგამოფენა. გაიმართება ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიალი და გამარჯვებული ფილმების დაჯილდოება.

თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ-კინოფესტივალი „დიოგენე 2024“ წელს უკვე მეხუთედ ტარდება და მისი გენერალური დამფინანსებელია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური. ფესტივალს პარტნიორობას უწევს საქართველოს მწერალთა სახლი, ღონისძიების მუდმივი პარტნიორი კი საქართველოს კინოაკადემიაა“, – ნათქავამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები