საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის გათამაშების მორიგ მატჩში ალბანეთი ანგარიშით  1:0  დაამარცხა.

მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ნახევარში 71-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის გათამაშების პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ჩეხები ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში ალბანეთთან, უკრაინასა და ჩეხეთთან ერთად არიან. მომდევნო შეხვედრას ეროვნული ნაკრები 11 ოქტომბერს უკრაინასთან გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები