ლია სტურუა თარგმნილი პოეზიის ლიტერატურული კონკურსის Sarah Maguire Prize გამარჯვებულია

ლია სტურუას ლექსების კრებულის ინგლისური თარგმანი On the Contrary, რომელიც 2023 წელს დიდ ბრიტანეთში მწერალთა სახლის ხელშეწყობით გამოიცა, პრესტიჟული კონკურსის Sarah Maguire Prize გამარჯვებული გახდა. მთარგმნელები: ნატალია ბუკია-პიტერსი და ვიქტორია ფილდი.

გამარჯვებული 9 სექტემბერს გამოვლინდა.

„ეს პირველი კრებულია ინგლისურ ენაზე ამ შესანიშნავი ქართველი პოეტისგან. 1939 წელს დაბადებულმა ლიამ განვლო მშფოთვარე დროება და ყოველთვის იყო ინოვაციური, ორიგინალური და შთამაგონებელი პოეტი, რომელიც ეყრდნობოდა მუსიკის, მხატვრობის, არქიტექტურისა და სხეულის გამოსახულებებს თავის საოცნებო ნამუშევრებში”, – წერია Sarah Maguire Prize-ის ოფიციალურ განცხადებაში.

წლევანდელ სარა მაგუაიერის პრემიის შორთლისტში წარმოდგენილი იყო წიგნები მექსიკიდან, სამხრეთ კორეიდან, ირანიდან, ლიბანიდან, ჩინეთიდან, საქართველოდან და პალესტინიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები