1861 წლის 7 სექტემბერს დაიბადა ამბროსი ხელაია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, საქართველოს ეროვნული გმირი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ) ხელაია სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ აფხაზეთში მოღვაწეობდა. სასულიერო მოღვაწეობის პარალელურად, იყო სოხუმის, ახალი ათონისა და ლიხნის საეკლესიო – სამრევლო სკოლების ზედამხედველი და ქართული ენის მასწავლებელი. ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში.

ამბროსი ხელაია მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში. ის აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და ბოლშევიკური რუსეთის მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ, 1921  წლიდან, ჩაბმული იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

1922 წელს მან თავისი ცნობილი მიმართვა გაუგზავნა გენიუს მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციას, სადაც საქართველოს შელახული კანონიერი უფლებების აღდგენას ითხოვდა.

იმავე წელს ამბროსი ხელაია დააპატიმრეს. სწორედ ამ დროს წარმოთქვა მან თავისი ცნობილი სიტყვები – „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!“

დღეს, 7 სექტემბერს, ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა.

📷 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები