ქართველი პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ პარიზის პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველომ პარალიმპიადაზე მერვე მედალი მოიპოვა – ქართველი პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე (+90 კგ, კატეგორია J2)  პარიზის პარალიმპიადის ვიცეჩემპიონია. ტურნირის ფინალში ქართველი თურქ ბოლუკბასთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ქართველმა პარასპორტსმენმა ინდონეზიელ ტონი რიკარდო მანტოლასს სძლია,  ნახევარფინალში კი ყაზახი ზურკამურზა შუკურბეკოვი  დაამარცხა.

ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს რვა  მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა. ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა, რევაზ ჩიკოიძე და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი პარაძიუდოისტი ინა ქალდანი, ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები