ალექსანდრე ლოლაძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი, ლუკა ჯავახიშვილი კი ბრინჯაოს პრიზიორია

ტალინში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე 81 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ალექსანდრე ლოლაძემ, ბრინჯაო კი ლუკა ჯავახიშვილმა მოიპოვა.

ალექსანდრე ლოლაძემ ფინალი აზერბაიჯანელ სპორტსმენთან დათმო, ლუკა ჯავახიშვილმა კი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სერბი სპორტსმენი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ნინო ლოლაძემაც (57 კგ).

ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები