საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოლდოვა ანგარიშით 3:0 დაამარცხა
ბათუმში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მოლდოვის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებიდან გოლები გიზი მამგეიშვილმა, გიორგი კვერნაძემ და გიორგი აბუაშვილმა გაიტანეს.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მომდევნო შეხვედრაში, 10 სექტემბერს, ქალაქ ველნოში, საქართველოს ნაკრები ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.
2025 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს სლოვაკეთი უმასპინძლებს.