ნინო ლოლაძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ვიცეჩემპიონია

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში ქართველმა ძიუდოისტმა ნინო ლოლაძემ(57 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ფინალი აზერბაიჯანელ ფიდან ალიზადასთან დათმო.

ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა იტალიელ, უნგრელ და ესპანელ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალში კი ფრანგი მეტოქე დაამარცხა.

ნინო ლოლაძემ საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა თორნიკე მოსიაშვილს (66 კგ), მაგრამ იგი რეპეშაჟში დამარცხდა.

დღეს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ექვსი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები